Tuesday, May 9, 2017

მეცხრე დღე

           დღეს გავიმეორეთ ბლოგზე საქაღლდის მიბმა.  წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაცია და მოვახდინეთ წარმოდგენილი პროექტების  შეფასება-გაანალიზება, რამაც საშუალება მოგვცა ნასწავლი მასალის უკეთ გათავისება-გამრავალთფეროვნება.
            დღეს დავამთავრეთ ტრენინგები. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი. გავიმერე და შევიძინე ბევრი ახალი ცოდნა და ინფორმაცია, რაც ნაყოფიერად  წარადგება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას. განსაკუთრებით ინტელის სახელმძღვანელო.
             სასიამოვნო იყო ყოველი დღე. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ხათუნას ენერგიულობისა და შრომისმოყვარეობისათვის.

Sunday, May 7, 2017

მერვე დღე

     განვიხილეთ ინტელში სახელმძღვანელო, კერძოდ, რესურსებში- საავტორო უფლებები.მოვახდინეთ საავტორო უფლებების გაცნობიერება - რა არის საავტორო უფლებები.  ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ ლეგიტიმური გამოყენების სახელმძღვანელო საგანმანათლებლო მულტიმედიისთვის.
      განვიხილეთ აგრეთვე  შინაარსი - მოდული 6, აქტივობა 1 - მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.განვიხილეთ სააზროვნო უნარები:
       1.აზროვნების კონცეფციები:
       2. მაღალი სააზროვნო უნარები:
       3. რწმენები და დამოკიდებულებები:
      .4აზროვნების სწავლება.
       ვიმუშვეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. აღვწერეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე -სსსმ , ნიჭიერი მოსწავლეები, არაქართულ ენაზე მოლაპარაკე მოსწავლეები.
       და ბოლოს ვიმუშვეთ სურათის ჩასმაზე და ფონის შეცვლაზე.
     

Saturday, May 6, 2017

მეშვიდე დღე

               დღევანდელ დღეს გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები.გავიხსენეთ აგრეთვე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შექმნა. ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობაზე პროექტის., დროში გაწერილ გეგმის შექმნაზე.